понедельник, 6 декабря 2010 г.


კონსტანტინე (ლათინური) "მტკიცესი", "ურყევისა", "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

пятница, 15 октября 2010 г.

ლაშა







გიორგი IV ლაშა

გიორგი IV ლაშა (დ. 1192 ― გ. 18 იანვარი, 1223), საქართველოს მეფე 1213-იდან.თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.
1207 თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან განთავისუფლებას.
XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის - განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები - ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.
1220 ან 1221 გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაშიჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგანგასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელადმონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1223) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.
პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ. ლაშა თავის მხრივ, ნიშნავს „ქვეყნის მნათობს“) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რაინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რაინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით:,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“ ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს, გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს.